LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავამ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე სიტყვით გამოვიდა

145
1111

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელში „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები“ მიიღო მონაწილეობა.

ნათია თურნავამ ისაუბრა ცენტრალური ბანკების როლზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში და აღნიშნა, რომ უკეთესი შედეგების მიღწევა ფასების სტაბილურობის ძირითად მიზნებზე ფოკუსირებითაა შესაძლებელი. ასევე, ყურადღება გაამახვილა სტრუქტურული გამოწვევების მოგვარების გზებზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პანელზე სიტყვით გამოსვლისას მონეტარული პოლიტიკის წარმატებულად განხორციელების შესაძლებლობებსა და სტრუქტურულ სისუსტეებზეც ისაუბრა. თურნავას თქმით, ცენტრალური ბანკების პოლიტიკის ინსტრუმენტების მეტად ინტეგრირებულმა გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ინფლაციის სტაბილიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას.

„მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებამ და სავალუტო რეზერვების პრევენციულმა დაგროვებამ განვითარებად ბაზრებზე შეიძლება ეფექტიანად შეამციროს ინფლაციის სტაბილიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ასეთია საქართველოს გამოცდილება, ქვეყნისა, სადაც 2023 წლის დეკემბერში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 0,4% იყო“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

პანელში ასევე მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ანიტა ანგელოვსკა-ბეჟოსკა, პოლონეთის სახელმწიფო ბანკის პრეზიდენტის მოადგილე მარტა კაიტლი, ალბანეთის ბანკის პრეზიდენტი გენტ სეიკო და ლიეტუვის ცენტრალური ბანკის გამგეობის თავმჯდომარე გედემინას შიმკუსი.

ნათია თურნავამ Euromoney-ის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გამართა საერთაშორისო ინვესტორებთან.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ორდღიან ფორუმში მონაწილეობდნენ ფინანსური ბაზრების წარმომადგენლები, ინვესტორები, ცენტრალური ბანკების მმართველები და პოლიტიკოსები 45-ზე მეტი ქვეყნიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g