LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

119
ნათია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა. იგი მომხსენებელი იყო პანელურ დისკუსიაზე „ფინტექის მომავალი მზარდ ეკონომიკაში“.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა ფინტექ ინდუსტრიაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად ეროვნული ბანკის იმ მიდგომაზე, რომელიც ღია პოლიტიკაზე ორიენტირებულ სტრატეგიას ეფუძნება და საბაზისო ფინტექ ინფრასტრუქტურის მარეგულირებელი გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

„ჩვენ ფინტექ კომპანიებს და ინვესტორებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მუშაობას ვთავაზობთ. ფინანსურ სერვისებთანაა დაკავშირებული ნებისმიერი ლიცენზიისა თუ ნებართვის მიღება ამ წესითაა შესაძლებელი. მსგავს პრაქტიკას ბევრ ქვეყანაში ვერ შეხვდებით. ევროკავშირთან ჰარმონიზებული სამართლებრივი სისტემა და გეოპოლიტიკური მდებარეობა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, განაპირობებს საქართველოს მთავრობის მისწრაფებას, შექმნას რეგიონული ჰაბი და საქართველო დანიშნულების მთავარ ადგილად აქციოს”, – განაცხადა თურნავამ.

პანელური დისკუსიისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე ისაუბრა ინოვაციურ ქართულ საბანკო სექტორზე, რომელმაც თანამედროვე IT გადაწყვეტების გამოყენებით სისტემა უფრო მოქნილი გახადა, შედეგად კი „ნოუ ჰაუ“ რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში როგორც ღია ბანკინგის, ისე ციფრული ბანკინგის რეგულაცია ევროპის ცენტრალური ბანკის სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება.

„საქართველოში წარმოდგენილი კომერციული ბანკები ძალიან თანამედროვეა და ბევრ პროფესიონალს აერთიანებს. ისინი მზად არიან, ფული რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში დააბანდონ, განსაკუთრებით ციფრული მიმართულებით. საქართველოსთვის ეს არის საკმაოდ დიდი სარგებელი, ქვეყანა მომგებიან პოზიციაშია, ვინაიდან ხელს უწყობს ფინტექ მიმართულებით ინფრასტრუქტურის შენებასა და თანამედროვე პროდუქტების შექმნის პროცესს. რეგულაციების მიმართულებით სტაბილურობა, განგრძობადობა და განჭვრეტადობა, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროებთან მიმართებით, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თურნავამ.

დისკუსიაში ნათია თურნავასთან ერთად მონაწილეობდნენ გლობალური ტექნოლოგიების ცნობილი წარმომადგენლები. კერძოდ, 500 Global-ის პარტნიორი პედრო ვიეირა, MME-ის იურიდიული პარტნიორი, არაერთი საერთაშორისო ტექნოლოგიისა და ფინანსური ბაზრის კომპანიის მრჩეველი ანდრეას გლარნერი, Bybit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბენ ჟოუ, Pave-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი სალიმ დანანი. პანელს მოდერატორობდა BBC World News-ის ცნობილი წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g