LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

National Geographic-ის კონკურსი მოსწავლეებისთვის

46

Institut Français de Géorgie-სა და National Geographic საქართველოს ერთობლივ კონკურსში გამარჯვებული საფრანგეთის ქალაქ ნიცაში AZURLINGUA Language School-ში ფრანგული ენის შესასწავლად და დასახვეწად გაემგზავრება. ამის შესახებ ”ფორტუნას” National Geographic საქართველოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონკურსი 14-17 წლის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და ერთი გამარჯვებული AZURLINGUA Language School -ის საზაფხულო სკოლაში ფრანგული ენის შემსწავლელ ორკვირიან კურსებზე გაემგზავრება.

”კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში წიგნიერების ზრდასა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას, სამეცნიერო თუ ლიტერატურული მასალის სანდოობის შეფასებას, დამუშავებასა და საკითხის არსის ნათლად და ლაკონურად გადმოცემას. Institut Français de Géorgie და National Geographic საქართველო უზრუნველყოფს უფასო გამგზავრებას, უფასო სწავლას, სავიზო მხარდაჭერასა და ამ პერიოდში საფრანგეთში უფასო ცხოვრებას”, – განმარტავენ National Geographic საქართველოში.

მათივე ინფორმაციით, კონკურსის მონაწილეებმა უნდა დაწერონ 3 თემა, იმ სამი სტატიის მიხედვით, რომლებიც მიმდინარე წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით ყოველთვიურ ჟურნალში National Geographic საქართველო გამოქვეყნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g