LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო დუმბაძე: „არასდროს დავდივარ ექიმთან, არც წამალს ვსვამ…“

2888
ნატო-დუმბაძე

პროდიუსერი ნატო დუმბაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ სურს, სიცოცხლე ისეთივე ენერგიულმა დაასრულოს, როგორიც ახლა არის:

„არავის შეწუხება არ მინდა. არ მინდა მოვიხარო, ფეხები მტკიოდეს და ასე შემდეგ, მოკლედ რომ ვთქვათ, მინდა, ამ ქვეყნიდან ჯანმრთელი წავიდე (იცინის). გინდა თუ არა, ასაკს თავისი სირთულეები მოჰყვება, როგორც ფიზიკურად, ისე ხასიათის დონეზე და არ მინდა, ასე დამემართოს. ასეთი მინდა წავიდე, როგორიც ახლა ვარ. მე არასდროს დავდივარ ექიმთან. ჯვარი გვწერია, მაგრამ ფეხი თუ მოვიტეხე, მივალ თუმცა არასდროს მომიტეხია. მომავალშიც არ მექნება მათთან სტუმრობის სურვილი… არც წამლებს ვსვამ არასდროს, ძალიან იშვიათად – გამაყუჩებლებს და საჭირო ვიტამინებს იქიდან გამომდინარე, რომ სრულფასოვნად არ ვიკვებები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები