LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო გელაშვილი: „იმ წუთიდან, რაც გამოცხადდა ვარსკვლავის გახსნა, ჩემს ტელეფონზე საოცარი ზარები ხორციელდება… იმედია, დაგვიტევს ფილარმონია…“

568
ნატო გელაშვილი

28 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნატო გელაშვილის ვარსკვლავის გახსნა და კონცერტია დაგეგმილი.

ამ თარიღის შესახებ კომპოზიტორი თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს:

„ბედნიერი დღე ჩემო ძვირფასებო!.. ყოველი დილა მადლიერებით იწყება ჩემთვის და ყოველი დღე სიყვარულით მავსებს…

იმ წუთიდან, რაც გამოცხადდა ვარსკვლავის გახსნა, ჩემს ტელეფონზე საოცარი ზარები ხორციელდება.. ადამიანობის განმსაზღვრელი ზარები!!!

ვინც კარგად მიცნობს, არავის გაუკვირდება, რომ მიუხედავად ძალიან დიდი სამეგობროსი, ჩემი ცხოვრებით ვეცადე, არავინ შემეწუხებინა… და დღეს კი, როცა ამხელა პროექტის წინაშე დავდექი, როცა მთელი გულით გადავწყვიტე, რომ სიყვარულის დღესასწაული მოვაწყო თქვენთვის, უფალი საოცარ ადამიანებს მიგზავნის ზუსტად იმ დროს, როცა კი გავიფიქრებ ამას მოვერევი??

საოცარია ეს ცხოვრება… მიხარია, რომ ამ ქვეყანას შემორჩნენ ღირსეული ადამიანები‼️ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ და იმედია, დაგვიტევს ფილარმონია…“

 

ბედნიერი დღე ჩემო ძვირფასებო?❤️?ყოველი დილა მადლიერებით იწყება ჩემთვის და ყოველი დღე სიყვარულით მავსებს…
იმ წუთიდან,…

Posted by Nato Gelashvili on Tuesday, September 26, 2023

 

სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილე – ნატო გელაშვილის საღამოზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

„35 წელი სცენაზე“ – 28 ოქტომბერს ნატო გელაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები