LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს რეკომენდაციებს აძლევს

103

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, გააძლიეროს დამოუკიდებელი სასამართლო, შეინარჩუნოს მედია პლურალიზმი, გააღრმავოს დიალოგი და შეამციროს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, – „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის პროექტში, რომელსაც ასამბლეა სავარაუდოდ ხვალ მიიღებს.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს:

ა) ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის წინსვლის მიზნით სრულად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რასაც ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფში და თავდაცვის შესაძლებლობის განვითარების ინიციატივაში მისი მონაწილეობა და ნატო-საქართველოსა არსებით ღონისძიებათა პაკეტი იძლევა;

ბ) გააგრძელოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, შეინარჩუნოს შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა, გააძლიეროს დამოუკიდებელი სასამართლო, შეინარჩუნოს მედია პლურალიზმი, გააღრმავოს დიალოგი და შეამციროს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის“, – ნათქვამია დეკლარაციის პროექტში.

ამასთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მიიჩნევს, რომ შემდგომი ძალისხმევაა საჭირო კანონის უზენაესობისა და შეკავებისა და გაწონასწორების სისტემის განსამტკიცებლად, მედია-პლურალიზმის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად.
“მაღალ შეფასებას აძლევს რა საქართველოს მიერ დემოკრატიის კიდევ მეტი კონსოლიდაციისთვის, მისი ინსტიტუტების გამჭვირვალობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მიღწეულ თანმიმდევრულ და მნიშვნელოვან პროგრესს, რაც მთელი რეგიონისთვის ძალიან პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს; მხედველობაში იღებს რა, რომ შემდგომი ძალისხმევაა საჭირო კანონის უზენაესობისა და შეკავებისა და გაწონასწორების სისტემის განსამტკიცებლად, მედია-პლურალიზმის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად“, – ნათქვამია დეკლარაციის პროექტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები