LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოშია

195
IMG-1605

საქართველოს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეწვია. მედლინ მუნი თბილისში  ნატო-ს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.ვიზიტის ფარგლებში მედლინ მუნი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება.

დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელთან, ირაკლი სესიაშვილთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან.

აპატურაი მე-5 მუხლთან დაკავშირებულ ინიციატივაზე : იდეა ალიანსის ინტერესს არ იწვევს

,,საქართველოს ნატო-ში ისე გაწევრიანების იდეა, რომ ორ რეგიონზე მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს, დღეს ალიანსის ინტერესს არ იწვევს"

საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გაიმართება საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან, საპარლამენტო ფრაქციების და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან.

მედლინ მუნი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მონახულება.

ნატოში აფხაზეთით და ცხინვალით შესვლას გვთავაზობენ – ნუ ავრცელებთ “ანტინატო” განწყობებს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს სოფელ დიდ ხურვალეთში.

პოპულალურები