LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატოს მინისტერიალზე ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც წევრი ქვეყანა: დავით ზალკალიანი

65
დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატოს მინისტერიალზე ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც წევრი ქვეყანა. მინისტრის განმარტებით, ნატოში საქართველოს გაწევრიანებას „მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება“.

ზალკალიანის თქმით, მინისტერიალზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც, ასპირანტი ქვეყნის მნიშვნელობას და პირველად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, წარმოდგენილი იყო ნატოს შეფასების დოკუმენტი ასპირანტ ქვეყნებთან მიმართებით სადაც, საქართველოს უაღრესად პოზიტიური შეფასებები აქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით.

ნატოს მინისტერიალზე ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც წევრი ქვეყანა. ამაზე მეტყველებს ავღანეთში ჩვენი ყოფნა და წვლილი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ. მართალია საქართველოს არ აქვს სამოქმედო გეგმა, მაგრამ ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, მისი კომპონენტები და ელემენტები ფაქტობრივად არის ის, რასაც სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს. პროგრესი აშკარაა. აშკარაა, რომ ჩვენს წევრობას აკლია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g