LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატოს უარი მოსკოვს

152
natos ambavi

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოსკოვში ჩასვლაზე უარს ამბობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის რუსეთში გამართულ საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის წინა გამოცდილება არ ყოფილა კონსტრუქციული, არ შეუწყო ხელი დიალოგის წარმართვას. ამიტომ ნატო არ გეგმავს მასში მონაწილეობის მიღებას, თუმცა მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს“, – აცხადებენ ნატო-ს პრესსამსახურში.

კონფერენცია რუსეთის დედაქალაქში 23-25 აპრილს გაიმართება. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, რუსულმა მხარემ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს მოწვევა გაუგზავნა, თუმცა უარი მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები