LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა შეიძლება განპირობებული იყოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოწესრიგებაზე – თვალი უნდა გავუსწოროთ და ვისაუბროთ ასეთ მიდგომებზე: მიხეილ სარჯველაძე პრემიერის განცხადებაზე

71
მიხეილ-სარჯველაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატოს წევრი ქვეყნების მოსაზრება“, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია მმართველი გუნდისათვის პრიორიტეტია და ამიტომ ყველა პრობლემაზე, რომელიც შეიძლება აქტუალური იყოს ღიად უნდა ისაუბრონ.

კანდელაკი: ნატოში გაწევრიანებას დღეიდან საქართველო ოფიციალურად აღარ ესწრაფვის, ეს არის ღარიბაშვილის თავზარდამცემი განცხადების შინაარსი და მნიშვნელობა

მიხეილ სარჯველაძე არ გამორიცხავს, რომ ნატოს რომელიმე წევრი სახელმწიფოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, პრობლემა იყოს. სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გეგმაა საინტეგრაციო პროცესების გაღრმავება და ამ გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

თინა ხიდაშელი: პრემიერი ეძებს არგუმენტებს და მერე საჯაროდ ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ არ უნდა გახდეს საქართველო NATO-ს წევრი

„ასეთი განწყობის არსებობაზე მითითება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კარგად გვესმოდეს, როგორია დამოკიდებულებები, რა ხერხით და როგორ უნდა მივაღწიოთ ნატოში ინტეგრაციას. ამგვარად შეიძლება ხედავდნენ ნატო-ს სახელმწიფოები, ჩვენი სახელმწიფოს პრობლემას და გაწევრიანების პერსპექტივა შეიძლება იყოს განპირობებული ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოწესრიგებაზე.

ამ მიმართულებით გვაქვს დეკლარირებული გეგმა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საინტეგრაციო პროცესები გაღრმავდეს და ამ გზით და არა სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი. ეს არ არის მარტივი საქმე და განუწყვეტლივ უნდა მუშაობდეს მთლიანად საქართველო.

არავის შეუძლია გამორიცხოს ასეთი ხედვა, რომელიც ნატოს წევრ სახელმწიფოებში შეიძლება არსებობდეს. ასეთის არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა თვალი უნდა გავუსწოროთ და ვისაუბროთ ასეთ მიდგომებზე.

ჩვენ არაფერს გვარგებს ერთმანეთთან საკეკლუცოდ ამ პრობლემებზე არსაუბარი.

ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია პრიორიტეტია და ყველა პრობლემაზე, რომელიც შეიძლება აქტუალური იყოს ღიად უნდა ვისაუბროთ, რომ დადგეს შედეგი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g