კომპანია „იფქლი“ მომხმარებელს ახალ დიეტურ პურს, „ნატურამოს“ სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, „ნატურამო“ გაღივებული ხორბლის მარცვლისაგან დამზადებული პურია, რომელიც პურეულის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და დაბალკალორიული სახეობაა მსოფლიოში.
„გაღივებული პურის შესახებ პირველად ამერიკაში შევიტყვე, სადაც ამ ტიპის პურეული ძალიან პოპულარულია. მისი მომზადება საკმაოდ შრომატევადია და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ რიგში, მთელ მარცვალს ასხამენ წყალს და გარკვეული დროით წყალში აჩერებენ, სანამ მარცვალი გაღივებას არ დაიწყებს. მნიშვნელოვანია, ზუსტად განისაზღვროს რა ეტაპზე უნდა შეჩერდეს პურის გაღივების პროცესი, რადგან გადაჭარბების შემთხვევაში მარცვალი პურის საწარმოებლად უვარგისი ხდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღება იდეალური გაღივებული ხორბლის პური, რასაც „იფქლში“ თანამედროვე ლაბორატორიის წყალობით წარმატებით ვართმევთ თავს. შემდგომ, გაღივებული ხორბლის მარცვალი გარსიანად იღერღება და ცხვება ძალიან ჯანსაღი, სასარგებლო პური.“ – აცხადებს „იფქლის“ მთავარი ტექნოლოგი, გელა კოდალაშვილი.
მისივე თქმით, პურის სტრუქტურიდან გამომდინარე „ნატურამო“ დაბალკალორიული და დიეტური ნაწარმია. „ნატურამოს“ ლაბორატორიული კვლევა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩაუტარდა, რის შემდეგაც უწყებამ „იფქლს“ სპეციალური ნებართვა (№01/1672. 11/01/2017) მიანიჭა დიეტური პურის წარმოებისათვის. „ნატურამოს“ მოხმარება დასაშვებია დიაბეტით დაავადებულთა კვებაშიც, ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, “ნატურამოს“ სხვა პურებთან შედარებით მრავალი უპირატესობა აქვს. ამ მეთოდით მომზადებული პური შეიცავს მეტ E და B ვიტამინებს, რკინას და თუთიას. გაღივებული მარცვლით დამზადებული პური, ბოჭკოვანი უჯრედისის შემცველობის გამო, ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას სწორად ფუნქციონირებაში, დაბალი კალორიულობის გამო კი, ის საუკეთესო პურია დიეტაზე მყოფი ადამიანებისათვის.
კომპანიის ინფორმაციითვე, „ნატურამოს“ შეძენა მომხმარებლებს თბილისის მაღაზიებში 1 ლარად უკვე შეუძლიათ.