LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნავში მომხდარი ამბავი უკანასკნელი წვეთია!“ – კიმ კარდაშიანი აღშფოთებულია – წყვილის ყველაზე ეპატაჟური ფოტოები იტალიიდან

920
page

მიმდინარე თვეს, კანიე უესტისა და მისი მეუღლის შესახებ მედიაში ბევრი დაიწერა. ეპატაჟური ჰიპ-ჰოპ არტისტი და მისი საყვარელი ქალი, ბიანკა ჩენსორი იტალიაში მოგზაურობდნენ. მათ საზოგადოებას ქუჩაში გულახდილი „ლუქებით“, ვულგარული და უცნაური ქმედებებით დაამახსოვრეს თავი.

უკანასკნელი წვეთი ინტერნეტსივრცეში გავრცელებული უახლესი ფოტოა, სადაც წყვილი ვენეციაში იმყოფება. ისინი ნავში სხედან, კანიეს შარვალი გახდილი აქვს. ამ ფაქტით აღშფოთებული იტალიური საზოგადოება ჰიპ-ჰოპ არტისტის დაპატიმრებას ან დაჯარიმებას ითხოვს. ცნობისთვის, იტალიური კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო ადგილებში მსგავსი ქმედება 309 ევროს ოდენობის ჯარიმით ისჯება.

„ნავში მომხდარი ამბავი უკანასკნელი წვეთია“, „ეს უკვე სიგიჟის ზღვარია“, – ასე აფასებენ მათ ქმედებას ინტერნეტსივრცეში

„პირდაპირ ნავში“, „ამ გოგოს უშველეთ, კანიეს ის ტყვედ ჰყავს“ – საზოგადოება ჰიპ-ჰოპ არტისტის დაპატიმრებას ითხოვს, რადგან მან ნავში შარვალი გაიხადა

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ კანი უესტის ყოფილი ცოლი, კიმ კარდაშიანი ექს-მეუღლის ქმედებებით გაოგნებული და აღშფოთებული.

„მას კანიასგან ოთხი შვილი ჰყავს, შესაბამისად მისთვის მნიშვნელოვანია ყოფილი ქმრის რეპუტაცია, კიმი აღშფოთებულია მათი ქცევებით“, – აცხადებს ინსაიდერი.

„ძალიან შიშვლები და ძალიან ჩაცმულები“ – კანიე უესტისა და ბიანკა ჩენსორის მორიგი „არაადეკვატური“ გამოჩენა

„სპეციალურად აკეთებენ“ – კანიე უესტის მეუღლე უხერხულ სიტუაციაში გადაიღეს

კანიე უესტმა და ბიანკა ჩენსორიმ რომის ქუჩებში ნამდვილი სანახაობა მოაწყვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები