კანიე უსეტი და ბიანკა ჩენსორის იტალიური ვოიაჟი გრძელდება, ამჯერად წყვილი ფლორენციაში გადაიღეს. მათი ჩაცმულობა, როგორც ყოველთვის, ეპატაჟური იყო. ისინი ქუჩებში კვლავ ფეხშიშველები მისეირნობდნენ. 46 წლის ჰიპ-ჰოპ არტისტს შავი ტანისამოსი ეცვა. კანიე ნაყინს მიირთმევდა, თავზე კი ამჯერად შავი პირსახოცი ჰქონდა გადაფარებული.
რაც შეეხება 28 წლის ბიანკას, მას სრულად გამჭვირვალე ტიპი და გრძელი ქვედაბოლო ამშვენებდა. პაპარაცებმა ის საკმაოდ უხერხულ მომენტში გადაიღეს.
„ისინი ამას სპეციალურად აკეთებენ“, „მათგან ყველაფერი მოსალოდნელია“, „ისინი უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდებიან“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, ახლახან ინსაიდერის განცხადება გავრცელდა, ის ამბობს, რომ კანიე ახლა ძალიან ბედნიერია.
„კანიე ძალიან ბედნიერია, ის აცხადებს, რომ მის მეუღლეს მისი საუკეთესოდ ესმის და მისთვის შთაგონების მთავარ წყაროს წარმოადგენს“.
კანიე უესტმა და ბიანკა ჩენსორიმ რომის ქუჩებში ნამდვილი სანახაობა მოაწყვეს