LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავთობის ფასმა მოიმატა

137
ნავთობი (1)

მსოფლიო ბაზარზე საწვავი გაძვირებას განაგრძობს, რასაც ბარელი ნავთობის ფასის ზრდა განაპირობებს. ერთთვიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 13%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 95 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 92 დოლარის ფარგლებშია, რაც ბოლო ერთი წლის მანძილზე  დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 79 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ეს მაჩვენებელი ერთი თვის წინ 11%-ით ნაკლები იყო .

ანალიტიკოსების შეფასებით, ენერგორესურსების გაძვირება OPEC-ის წევრი სახელმწიფოების სამომავლო გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული. სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაცია და საუდის არაბეთი ნავთობის მიწოდებას კიდევ უფრო მეტად შეამცირებენ, რაც ბაზარზე დეფიციტს გაამწვავებს.

ექსპერტების პროგნოზით, წლის ბოლომდე ბარელი ნავთობის ფასი 110-120 დოლარს მიაღწევს, ანუ Brent-ის ღირებულება დამატებით 25%-ით გაიზრდება.

შეახსენებთ, რომ საუდის არაბეთმა გლობალურ ბაზარს ნავთობის მიწოდება დაახლოებით მილიონი ბარელით შეუმცირა, რუსეთმა კი წარმოების მაჩვენებელი დღიურად 800 ათასი ბარელით დააკორექტირა.

რაც შეეხება საქართველოს, ავტოგასამართ სადგურებზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 11-დან 25 თეთრამდე გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g