LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავთობისა და გაზის კორპორაცია 7000 ტონა ნედლ ნავთობს აუქციონზე ყიდის

55

სს ”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” 7000 ტონამდე ნედლ ნავთობს აუქციონზე ყიდის. გასაყიდი ნავთობიდან, 4500 ტონა Georgian Light ტიპისაა, ხოლო 2500 ტონა Georgian Heavy ტიპის.

აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია კორპორაციის საბანკო ანგარიშზე წინასწარ ჩარიცხოს 50 000 აშშ დოლარი ან ამ თანხის ეკვივალენტური ოდენობა ლარებში ან კორპორაციას წარუდგინოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული გამოუთხოვადი და უპირობო საბანკო გარანტია.

როგორც აუქციონის პირობებშია აღნიშნული, ერთი ბარელი ნედლი ნავთობის საბოლოო ღირებულება გამოიანგარიშება აშშ დოლარში და დაანგარიშდება შემდეგნაირად: ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს და მის მომდევნო ორ დღეს McGraw Hill Financial, Inc-ის გამოცემაში გამოქვეყნებული Urals CIF Med – Georgian Heavy ნედლი ნავთობისათვის და Dated Brent – Georgian Light ნედლი ნავთობისთვის დღიური საშუალო ფასების საშუალო არითმეტიკულ მნიშვნელობას გამოკლებული აუქციონით დადგენილი დისკაუნტი.

აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება კორპორაციის მიერ წარმოდგენილი დისკაუნტის 6.70 აშშ დოლარის მიმართ (ფასდაკლება ერთ ბარელ ნავთობზე) სავაჭრო 0,2 აშშ დოლარის ბიჯით შემცირებით. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება მონაწილე, რომელიც ერთი ბარელი ნავთობის ყიდვისათვის კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით ნაკლებ დისკაუნტს.

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა განაცხადი ნავთობის და გაზის კორპორაციაში 23 მაისს 14.00 საათამდე უნდა წარადგინოს. მანამდე კი, მონსაწილეობის მსურველი ვალდებულია შეიძინოს აუქციონში მონაწილეობის ბილეთი, რომლიც 50 ლარი ღირს.

აუქციონი ნავთობის და გაზის კორპორაციაში 23 მაისს 15.00 საათზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები