LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაზი ჯანეზაშვილი პრეზიდენტს აკრიტიკებს: „არ ვაპირებ იმ თანამდებობის პირის მიერ ორგანიზებულ აქციაზე წასვლას, რომელმაც მოსამართლეების კლანი გააძლიერა და ის ამაზე დღემდე დუმს“

138
ნაზი ჯანეზაშვილი

„ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტმა კი რა ქნა? გააძლიერა კლანი იმით, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნა კლანის ერთ-ერთი ლიდერის ნათესავი – თამარ ღვამიჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში იუსტიციის უმაღლესი ყოფილი წევრი და ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი წერს.

ჯანეზაშვილი აღნიშნულით პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებს ეხმაურება, რომელიც მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე მიიღო. როგორც ჯანეზაშვილი წერს, ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დღეს გადაწყვეტილებებს 10 ხმით იღებს, ნიშნავს სასურველ მოსამართლეებს და ნომინირებას უკეთებს უზენასი სასამართლოს კანდიდატურებს, სწორედაც რომ პრეზიდენტის „დამსახურებაა.“

„მე-10, კლანისთვის უმნიშვნელოვანესი ხმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, პრეზიდენტის დამტკიცებულია. სასამართლოს დამოუკიდებლობა, რომ დღეს პრობლემაა ეს ინსტიტუციური თვალსაზრისით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბრალია და შესაბამისად, პრეზიდენტისაც. თუ სალომე ზურაბიშვილმა შეიცვალა დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ (რაც არსად არ ჩანს), მაშინ უნდა გამოვიდეს და თქვას სიმართლე, როგორ დანიშნა ეს წევრი, ვინ გაუწია რეკომენდაცია მის დანიშვნამდე და ყველაფერი გახადოს საჯარო!

მაგრამ ის ამას არ აკეთებს და საზოგადოება კიდევ ერთხელ შეჰყავს შეცდომაში, როდესაც ახსენებს მოსამართლე წევრების პრობლემურ არჩევას და არაფერს ამბობს საკუთარ არჩევანზე. ვიდრე სხვისკენ გაიშვერს ხელს, თავისი გადაწყვეტილებები გააანალიზოს საჯაროდ და უფრო მეტიც, მას ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი კლანური მმართველობის მხარდაჭერისთვის სასამართლოში.

გარდა ამისა, მას შეუძლია ერთ დღეში მიიღოს გადაწყვეტილება და დაასრულოს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების თემა. მოგვწონს თუ არა პერსონალურად ვინმე ამაზე ხომ არაა საუბარი, ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები, ეს ძალიან პრინციპული საკითხია, და მხოლოდ აქციების მოწყობით არაფერი შეიცვლება დემოკრატიაში და მართლმსაჯულებაში. ამიტომ პერსონალურად მე არ ვაპირებ იმ თანამდებობის პირის მიერ ორგანიზებულ აქციაზე წასვლას, რომელმაც კლანი გააძლიერა და ის ამაზე დღემდე დუმს.“– წერს ნაზი ჯანეზაშვილი „ფეისბუქზე.“

16 ივნისს შევიკრიბოთ ევროპის მოედანზე, ოღონდ ყველა და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა და ჩვენი ნება: პრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g