LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NCDC: „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილ 17 ორსულს შორის ვაქცინირებული არც ერთი არ იყო

66
გარდაცვლილი კორონავირუსი

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილ 17 ორსულს შორის ვაქცინირებული არც ერთი არ იყო. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში „კოვიდ-19“ საქართველოში (მეშვიდე გადახედვა)“, რომელიც ცენტრის საიტზე გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, „კოვიდ-19“-ის პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოში ანტენატალურ მეთვალყურეობაზე რეგისტრირებული იყო 85 345 ორსული: 2020 წელს – 45 516, 2021 წელს – 39 829. ორსულებში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა  7 338-ია, ანუ ორსულთა ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი – 8.6%.

ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 35-39 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.

ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით, დადასტურებული შემთხვევების წილი მაღალია ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

სრულად ვაქცინირებულ ორსულებში „კოვიდ-19“-ით ინფიცირება ძალიან დაბალია. კერძოდ, ასაკობრივ ჭრილში, ორსულებს შორის აცრილთა მაქსიმალური წილი – 15%, 40-44 წლის ასაკის ფეხმძიმეებს შორისაა.

„კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან, ლეტალური გამოსავალი აღირიცხა 17 შემთხვევაში. მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული, ლეტალობის მაჩვენებელი – 0.23%.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მეშვიდე გადახედვას აქვეყნებს

პანდემიის დაწყებიდან 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, ორსულებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 7 338-ს შეადგენდა, რაც 8.6% არის: NCDC

NCDC-ს ანგარიში: 18 წლამდე ასაკის პირებში გარდაიცვალა 8 მოზარდი, დაფიქსირდა ინფიცირების 90 000-ზე მეტი შემთხვევა, სტაციონარში მკურნალობა დასჭირდა 7 708-ს

პანდემიის პერიოდში საქართველოში კოვიდ-19-ით ჯანდაცვის სფეროს 117 თანამშრომელი გარდაიცვალა: NCDC

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g