LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI-ის კვლევის შედეგებით საქართველოში სიტყვის თავისუფლება და ქალთა უფლებები გაუმჯობესებულია

142

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოში, გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ ბოლო ათ წელიწადში გაუმჯობესდა სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა, 31%-ს მიაჩნია, რომ არ შეცვლილა, 19%-ის აზრით გაუარესდა.

გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ ბოლო ათ წელიწადში გაუმჯობესდა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, 23%-ს მიაჩნია, რომ არ შეცვლილა, 31%-ის აზრით გაუარესდა.

კვლევისას გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ ბოლო ათ წელიწადში გაუმჯობესდა ქალთა უფლებები, 33%-ს მიაჩნია, რომ არ შეცვლილა, 19%-ის აზრით გაუარესდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 1,9 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g