LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI-ის კვლევის თანახმად, ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის

146
უფულობა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის.

NDI-ის კვლევა: 10-დან 1 მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს

ამავე მონაცემების მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვს. სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუძლია საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირად ღირებული ნივთების შეძენა.

NDI: მოსახლეობის 83% ფიქრობს, რომ დეპრესია და შფოთვითი აშლილობა პრობლემას წარმოადგენს

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს უფიქრია ფსიქოლოგისთვის ან ფსიქიატრისთვის მიემართა.

კითხვაზე, ბარათზე ჩამოთვლილთაგან, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 12% – ფული არ გვყოფნის საკვებზე;
  • 28% – ფული გვყოფნის მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ გვყოფნის ტანსაცმელზე;
  • 45% – ფული გვყოფნის საკვებსა და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ ძვირად ღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები;
  • 10% – საშუალება გვაქვს შევიძინოთ ძვირად ღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა;
  • 3%- საშუალება გვაქვს შევიძინოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება;
  • 1%- არ ვიცი.
  • 1%- უარი პასუხზე.

ინფორმაციისთვის: NDI-ის კვლევების საველე სამუშაოები 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. შედგა 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება).საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%-ია. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით;

NDI – გამოკითხულთა 47%-მა განაცხადა, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს, „ქართული ოცნება“ 19%-მა დაასახელა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4%-მა 

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.

magti 5g