LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI: პრემიერის საქმიანობას გამოკითხულთა 35% ცუდად აფასებს – 2020 წელს გახარიას უარყოფითად მხოლოდ 17% აფასებდა

91
Untitled design - 2022-01-27T132939.853

NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობის შეფასება გაუარესდა. კვლევის მიხედვით, 2021 წელს მოსახლეობის 35% ამბობს, რომ ცუდად აფასებს პრემიერის საქმიანობას, როდესაც 2020 წელს მხოლოდ 17% აფასებდა მას უარყოფითად.

2021 წელს პრემიერ ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად აფასებს მოსახლეობის მხოლოდ 27%, როდესაც 2020 წელს პრემიერის საქმიანობას პოზიტიურად 46% აფასებდა. ასევე 5%-ითაა შემცირებული იმ ადამიანთა რაოდენობაც, რომელიც პრემიერის საქმიანობას საშუალოდ აფასებდა.

 

კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა სხვადასხვა ლიდერისა თუ ინსტიტუტის საქმიანობით კმაყოფილი არ არის.

მთავრობის საქმიანობის შეფასება

39% კმაყოფილია, 52% უკმაყოფილოა, 27% საშუალოდ აფასებს, 7% ჩამოყალიბებული არ არის.

პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება

14% კმაყოფილია, 46% უკმაყოფილოა, 29% საშუალოდ აფასებს, 14% ჩამოყალიბებული არ არის.

ცესკოს საქმიანობის შეფასება

22% კმაყოფილია, 35% უკმაყოფილოა, 28% საშუალოდ აფასებს, 10% ჩამოყალიბებული არ არის.

პარლამენტის საქმიანობის შეფასება

12% კმაყოფილია, 46% უკმაყოფილოა, 33% საშუალოდ აფასებს, 7% ჩამოყალიბებული არ არის.

ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდი ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g