LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI – ყველამ თავი უნდა აარიდოს სპეკულაციებს

86

NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საარჩევნო პროცესი შეაფასეს.

როგორც NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ყველამ თავი უნდა აარიდოს სპეკულაციებს, რაც შესაძლოა ეფუძნდებოდეს ეგზიტპოლების ურთიერთგამომრიცხავ შედეგებსა და ცალკეულ ინციდენტებს:

პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და აქტივისტებმა პატივი უნდა სცენ არჩევნების შედეგებს იმის გათვალისწინებით, რომ ეს შედეგები აღიარებულია მიუკერძოებელი დამკვირვებლების მიერ. ამასთან, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჩაატარა ხმების პარალელური დათვლა. ბოლოს ყველამ თავი უნდა ავარიდოთ სპეკულაციებს, რაც შესაძლოა ეფუძნდებოდეს ეგზიტპოლების ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს და ცალკეულ ინციდენტებს.

ასევე მნიშვნელოვანია ყველა ჩართულმა მხარემ გაანალიზოს, რომ ძალადობა არ იქნება მიღებული. ცესკომ რეაგირება უნდა მოხდინოს ყველა ლეგიტიმურ საჩივარზე, ითანამშრომლოს ყველა მომჩივანთან და უზრუნველყოს მისი სამუშაოების გამჭირვალობა, რათა გაიზარდოს საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. ასევე ყველამ უნდა დაგმოს ძალადობის ყოველგვარი გამოვლინებები, ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოებთან და მოხდინოს ინციდენტების გამოძიება“, – NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g