LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეაპოლში ტურისტებით გადატვირთულ ქუჩებში ცალმხრივი მოძრაობა შემოიღეს, თანაც ქვეითებისთვის

127
960x0

იტალიაში, ნეაპოლში ყველაზე პოპულარულ ქუჩებში ცალმხრივი მოძრაობა იქნება, თანაც ქვეითებისთვის. ამ გზით მერია ქალაქის მაცხოვრებლებს თუ სტუმრებს ჭყლეტისგან იხსნის. Forbes-ის ინფორმაციით, ასეთი საშიშროება განსაკუთრებით იზრდება საახალწლო პერიოდში.

გარდა ამისა, ხალხის დიდი მასების მოგროვების შემთხვევაში პოლიციას ამ ქუჩის გადაკეტვაც შეუძლია.
ცალმხრივი მოძრაობა ქვეითთა უსაფრთხოების გარანტიაა, რადგან ხშირად იქმნება ისეთი სიტუაციები როცა ქუჩიდან თავის დაღწევა შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის ცენტრალური ქუჩები უკვე 10 წელზე მეტია ფეხით მოსიარულეებს დაუთმეს და როგორც წესი, ადგილი ყველას ყოფნის ხოლმე. თუმცა, ამ შობას ქალაქს იმდენი ტურისტი ესტუმრა, რომ უსაფრთხოების ზომები წინასწარ მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g