LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების წინააღმდეგ მივცემთ ხმას: დავით ზილფიმიანი

98
FORTUNA.GE- (6)

“ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხის წინააღმდეგ მივცემთ ხმას.” – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, უფრაქციო დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა დღეს განაცხადა.

ზილფიმიანი ამბობს, რომ ამ მომენტში, აღნიშნული საკითხისთვის მხარის დაჭერა, შესაძლოა, სასურველი არც იყოს:

“საქართველო პატარა ქვეყანაა და მეტ-ნაკლებად ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. მინდა, ვისარგებლო მომენტით და ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, იქნებ, ჩვენი გამოსვლით მოვახდინოთ თქვენი გადარწმუნება იმაში, რომ ახლავე, ამ საკითხისთვის მხარის დაჭერა შეიძლება, სასურველი არც იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მივცემთ წინააღმდეგს შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებს.” – განაცხადა დეპუტატმა.

ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მოქალაქეების ღირსება სათანადოდ არ არის დაცული, შესაბამისად, ყველაფერს გააკეთებენ, რომ საკითხი რაღაც ფორმით საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები