LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერი პარტია, რომელიც სააკაშვილის ბულინგს თავს დააღწევს, თვითმმართველობის არჩევნებზე პერსპექტიული იქნება: გურამ მაჭარაშვილი

64
გურამ მაჭარაშვილი

ნებისმიერი პარტია, რომელიც დაინახავს, რომ ოპოზიციაში შექმნილი სიტუაცია არის სააკაშვილის ავტორობით და ამ ბულინგს თავს დააღწევს, თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლისთვის პერსპექტიული იქნება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა, პარტია „გირჩთან“ ინდივიდუალური მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ყველა ის პარტია, რომელიც  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას გაადწყვეტს, საპარლამენტო საქმიანობის გაგარძელებითაც იქნება დაინტერესებული, რათა საპარლამენტო ტრიბუნა ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის გამოიყენოს.

„საქართველოში ამომრჩეველი პოლიტიკურად გაიზარდა, კარგად ხედავს, რომელი პარტიაა შორსმჭვრეტელი თავისი ქვეყნის მიმართ და გადაწყვეტილებებს აქედან გამომდინარე იღებს.

ყველა ის პარტია, რომელიც ჩათვლის, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, ბუნებრივად, იქნება დაინტერესებული, რომ საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელოს და საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის.

ყველა იმ პარტიას, რომელიც ოპოზიციაშია და სურს, პოლიტიკაში დარჩეს და პოლიტიკურად არ გარდაიცვალოს, აუცილებელია ამ ბულინგს თავი დააღწიოს”, – განაცხადა  გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს ზოგადად, ოპოზიციასთან მოლაპარაკების ფორმატი სჯობდა, მაგრამ პრობლემას ინდივიდუალურ მოლაპარაკებებშიც ვერ ხედავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g