LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობენ ნაციონალების შტურმს – კობახიძე თანაპარტიელებზე

Untitled

“სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური შტურმი წარმოებს, ამ შტურმში ჩართული არიან ნებსით კონკრეტული სუბიექტები, უნებლიეთ, სხვა სუბიქტები“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში  „რეაქცია“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ეკა ბესელია და მისი მხარდამჭერები ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობენ იმ შტურმს, რომელსაც აწარმოებს “ნაციონალური მოძრაობა” სასამართლოს წინააღმდეგ. წამყვანის კითხვაზე ნიშნავს თუ არა ეს პირდაპირ იმას, რომ ეკა ბესელიასა და მისი მხარდამჭერების უკან ნაციონალური მოძრაობა დგას, ირაკლი კობახიძე აცხადებს ” ნებსით თუ უნებლიეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ”. პარლამენტის თავმჯდოამრის თქმით, არასამთავრობოების გამართულ აქციაზე სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს, ბევრი გულწრფელად აპროტესტებდა, თუმცა კობახიძე დასძენს, რომ:

„ბევრი ადამიანის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მათ შორის იმ ადმიანების გულწრფელობაში , რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, იქნებიან ეს ნაციონალური მოძრაობის მოქმედი წევრები, თუ ის არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღავნელები, რომლებსაც ენმ -ს თაყვანისცემის 15 წლიანი სტაჟი აქვთ

ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ხვდებოდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, რომ 2012 წლამდე მომუშავე მოსამართლეები არ უნდა დარჩნენ სასამართლო სისტემაშიო, ეს ხო პარადოქსია? ეს არის პოლიტიკური შტურმი. არ მინდა სიღრმეში შევიდე. მთავარია, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ არის შტურმი სასამართლოს წინააღმდეგ და ამ შტურმში მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ ხელს აძლევს ამ პროცესის უკან მდგარ პოლიტიკურ ძალას”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/296364974394978/UzpfSTM4NDI4OTkxMTk0NTcyNzo3NzU1MDU2ODk0OTA4MTI/

შეგახსენებთ, დღეს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ სასამართლო ხელისუფლების საკითხზე განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g