ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
როგორც პრაისმა აღნიშნა, აშშ მომავალშიც გააგრძელებს მათ გვერდში დგომას.
„ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის, უფრო მჭიდრო სიახლოვის სურვილს. აშშ ამ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ დაეხმაროს მათ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, დაეხმარონ მათ კონტროლისა და ბალანსის სისტემის განვითარებაში, ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათ გვერდში დგომას,“- აღნიშნა პრაისმა.