LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეკა დოროყაშვილი: „მამაკაცების უმრავლესობა მარტივ ქალს ირჩევს, რადგან ძლიერ ქალთან ისინი ვერ იკვებებიან…“

251
ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილი ახალ ფოტოსესიას გვიზიარებს.

კომენტარებში ერთ-ერთი გამომწერი აღნიშნავს, რომ ნეკას მისი ყოფილი მეუღლე არ უნდა შელეოდა, რადგან ის ქალღმერთია, რასაც მოდელი და ინფლუენსერი ვრცელი კომენტარით პასუხობს:

„მამაკაცების უმრავლესობა მარტივ ქალს ირჩევს, რადგან ძლიერ ქალთან ისინი ვერ იკვებებიან. ძლიერი ქალი გამოწვევაა, სარკეა, რომელიც მათ აიძულებს საკუთარი სისუსტეები დაინახონ. ასეთ ქალთან ურთიერთობას სიმტკიცე და თვითდაჯერება სჭირდება, და ბევრს ამისთვის მზადყოფნა არ აქვს. ფსიქოლოგიური კასტრაცია ტერმინი ალბათ გაგონილი გექნებათ, ძლიერი ქალი აღვიძებს მათ შიშებსა და დაუკმაყოფილებლობას, ამიტომ ირჩევენ მარტივ გზას, სადაც არ სჭირდებათ საკუთარ თავზე მუშაობა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g