ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახური, სოფელ გიორგეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი კირკიტაძე კოვიდ-19-ის გართულებების შედეგად გარდაიცვალა.
ინფორმაციას “საპატრიარქოს უწყებანი” ავრცელებს:
“2022 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახური, სოფელ გიორგეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი კირკიტაძე.
მღვდელი გიორგი ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა, რადგან კორონავირუსით დაინფიცირებამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა.
იგი 2004 წლიდან მსახურობდა სოფელ გიორგეთის ტაძარში და წლების განმავლობაში დაუღალავად ზრუნავდა ეპარქიის კიდევ რამდენიმე ტაძრის სამწყსოზე”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.