LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნელი ზოლი” – ზოლი ტროტუარზე, სადაც მარტო მობილურში თავჩარგული ხალხი ივლის (ვიდეო)

554
1566562195657.jpg--

მანჩესტერში სმარტფონებზე დამოკიდებულ ადამიანებზე ქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ იზრუნა და ქუჩაში საგანგებო ადგილი გამოჰყო სახელწოდებით “ნელი ზოლი”. ამ მონაკვეთში გადაადგილების დროს მოქალაქეებს შეეძლებათ სეირნობის პარალელურად “ფეიბუქის” სიახლეების სქროლვა და ახალი ამბების გაცნობა ტელეფონის დახმარებით.

გზა, რომელიც ორმხრივია, ჯერჯერობით 75 მეტრის სიგრძისაა და მანჩესტერის ცენტრალური ქუჩის ნაწილს მოიცავს. ამ მონაკვეთში გადაადგილების დროს ადგილობრივებს შეუძლიათ ტელეფონიდან, “თავები არ ამოჰყონ” და თან ერთმანეთსაც არ შეეჯახონ. კვლევის შედეგად ადამიანთა უმეტესობა ქუჩაში გადაადგილების დროს ტელეფონში იყურება და ამით საფრთხეს უქმნის, როგორც საკუთარ თავს, ისე იმ ადამიანებს, რომლებიც მანქანას მართავენ. სწორედ ამ კვლევების შედეგებმა მიაღებინა ეს უჩვეული გადაწყვეტილება ადგილობრივ მთავრობას.

“ჩვენი წამოწყება “ნელი ზოლის” სახით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მომავალში შესაძლებელია სხვა ქალაქებმაც გადაიღონ” – ამბობს კომპანია AO-Mobile-ის დირექტორი რიჩარდ ბაქსენდელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები