LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნერვიულობს ორ რაღაცაზე…“ – რას ამბობს ადვოკატი ნიკა გვარამიას ციხეში მონახულების შემდეგ?

371
gvaramianika

ნიკა გვარამია ნერვიულობს ორ რაღაცაზე, პირველი ეს არის მისი შვილები და მეორე არის ტელევიზია – ამის შესახებ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ნიკა გვარამიას ციხეში მონახულების შემდეგ, 4 კრიტიკული მედიის ერთობლივ საგანგებო ეთერში განაცხადა.

„მე პირადად არ მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ მას შემდეგ რაც ვნახე, გამიმყარდა ის რწმენა, რომ ნიკა გვარამიას პიროვნულად, ტყვეობაში ყოფნა ვერაფერს დააკლებს. მან იცოდა კარგად ამდენი ხნის განმავლობაში, რასაც ის აკეთებდა პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასეთ რეჟიმებში ადამიანებს აკავებენ გამოგონებული ბრალდებებით. ჩვენ გვახსოვს ნიკა გვარამიას ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიცოცხლით და უსაფრთხოებით, აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების მუქარით, არც ერთხელ ამას არ უმოქმედია და ვერც პატიმრობა იმოქმედებს. ის არის ძალიან მხნედ. ნერვიულობს ორ რაღაცაზე, პირველი ეს არის მისი შვილები და მე ვიცი რომ შვილებმა ღირსეულად მიიღეს ეს მტკივნეული ინფორმაცია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოუწევთ მამის გარეშე ცხოვრება. მეორე ეს არის ტელევიზია, ნიკამაც ისაუბრა სასამართლოში, რომ ტელევიზია არის მისი მეორე ოჯახი.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას არ მივცეთ მისი მიზნის რეალიზების საშუალება, ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავსუსტდეთ, პირიქით უნდა გავძლიერდეთ, კიდევ უფრო უნდა მყარად უნდა შევიკრათ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ბრძოლაში ნიკა გვარამიამ შეგნებულად თავისი თავისუფლება დათმო და არ გვაქვს უფლება ადამიანური სისუსტეების გამოვლენის. უნდა შევძლოთ შეუძლებელი, იმიტომ რომ თავისუფლების მოპოვება არ არის მარტივი და შესაბამისად, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები