LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნესტლე“ რუსეთისთვის KitKat-ისა და Nesquik-ის მიწოდებას წყვეტს

170
4ecb9c4e-aaa3-11ec-b452-96000091f725_660

უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, Nestlé-მ რუსეთში KitKat-ისა და Nesquik-ის ბრენდების მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება შვეიცარიულმა კომპანიამ დღეს გაავრცელა.

Nestlé-ს განცხადებაში ასევე წერია, რომ ცნობილმა კომპანიამ უკვე შეაჩერა რეკლამა და ინვესტიციის განხორციელება აგრესორ ქვეყანაში. ამასთან, Nestlé-მ შეზღუდა რუსეთიდან იმპორტიც სხვადასხვა პროდუქციის.

„რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვიცავთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა საერთაშორისო სანქციას“, – ნათქვამია Nestlé-ს განცხადებაში.

უკრაინა Nestle-ს რუსეთის ბაზრის დატოვებისკენ მოუწოდებს: „ტერორისტული ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადების გადახდა ნიშნავს დაუცველი ბავშვების მკვლელობას“

ჩვენ, ისევე როგორც სხვა სასურსათო კომპანიები, მოსახლეობას მნიშვნელოვანი საკვებით ვამარაგებთ – Nestle რუსეთის ბაზარზე დარჩენის მიზეზებს განმარტავს

შეგახსენებთ, გუშინ „ანონიმუსმა“ Nestlé დაჰაკა, ვინაიდან, ეს არის კომპანია, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიუხედავად, რუსეთის ბაზარი არ დატოვა. „ანონიმუსმა“ 10 გეგაბაიტის მასალის გავრცელება მოახერხა, რაც მოიცავს მეილებს, პაროლებს, Nestlé-ს საქმიანი მომხმარებლების ინფორმაციას და ა.შ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g