„ნეტფლიქსი“ დეტექტიური ჟანრის მოყვარულთათვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. ის აგათა კრისტის „შვიდი ციფერბლატის საიდუმლოს“ ეკრანიზაციას გადაიღებს, უკვე ცნობილია სამსახიობო „ქასთიც“.
მინი-სერიალში მთავარ როლებს მარტინ ფრიმანი და ჰელენა ბონემ კარტერტი ითამაშებენ. მათ კი პარტნიორობას მია მაკკენა-ბრიუსი გაუწევს.
ფილმში მოვლენები 1925 წელს ვითარდება, როდესაც ლედი ეილინ ბანდლ ბრენტი წვეულების დროს მომხდარი მკვლელობის გამოძიებას იწყებს.
Variety-ის ცნობით, გადაღებები მიმდინარე წელს დაიწყება.
საუკეთესო 5 დეტექტიური სერიალი, რომელიც ეკრანებზე იანვარში გამოდის