„ნეტფლიქსი“ ახალ სერიალზე მუშაობს, მინი-სერიალის რეჟისორი რაიან მერფი იქნება. „მონსტრი: ჯეფრი დამერის ისტორია“ (Monster: the Jeffrey Dahmer Story) – ასე ჰქვია ახალ სერიალს, რომელშიც მთავარ როლს ცნობილი „ბოროტმოქმედი“, ევან პიტერსი შეასრულებს.
სერიალში მოქმედება ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელის, ნეკროფილისა და კანიბალის, ჯეფრი დამერის ირგვლივ ვითარდება. ცნობისთვის, მან 1978-დან 1991 წლამდე 17 მამაკაცი მოკლა და მრავალჯერ დაუსხლტა ხელიდან პოლიციასა თუ სასამართლოს.
შეგახსენებთ, ევან პიტერსი „ამერიკულ საშინელებათა ისტორიაში“ ფსიქოპათების როლებითაა ცნობილი.