„ნეტფლიქსის“ ანგარიშის სხვისთვის უფასოდ გაზიარება მალე აღარ იქნება შესაძლებელი. პლატფორმა ახალ გზებზე მუშაობს, რათა ოჯახის გარეთ ერთი ანგარიშის გაზიარება უფასოდ აღარ იყოს შესაძლებელი. თუკი მომხმარებელს სურს, რომ თავისი ანგარიში სხვა ადამიანს გაუზიაროს, მაშინ დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს.
ანგარიშის გაზიარებისას ყველა წევრს საკუთარი პროფილი და პაროლი ექნება. ამ ეტაპზე „ნეტფლიქსის“ ანგარიშის გაზიარება პერუში 2,1 დოლარი ეღირება, კოსტა-რიკაში 2,99 დოლარი, ხოლო ჩილეში 2,98 დოლარი.