ალბათ დაგვეთანხმდებით, რომ 2020 წელი სერიალების წელი იყო. თვითიზოლაციაში საყვარელი სერიალის ნახვაზე უკეთესი ალბათ არაფერია. ტრადიციუალდ, ამ კუთხით სიახლეები არ მოგვაკლო ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა სტრიმინგ სერვისმა, „ნეტფლიქსმა“ და ლოკდაუნის პერიოდი უფრო საინტერესო გახადა. სულ ცოტა ხნის წინ პლათფორმამ წელი შეაჯამა და ყველაზე პოპულარული სერიალების ოცეულიც გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ „ნეტფლიქსის“ ყველაზე რეიტინგული შოუ პატარა მაყურებლებისთვის შექმნილი ანიმაციური სერიალი, Cocomelon აღმოჩნდა, მეორე პოსიციაზე „ოფისი (The Office) გავიდა, მესამე საპატიო ადგილი სკანდალურმა სერიალმა „ლაზიერის გამბიტი“ (The Queen’s Gambit) მოიპოვა, რომლმაც გამოსვლისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, მე-4 ზე „ვეფხვების მეფე“ (Tiger King) განთავსდა, ხუთეული კი „ოზარკმა“ (Ozark) დახურა.
ოცეულში ასევე მოხვდნენ: „აკადემია ამბრელა“, „ავატარი: ლეგენდა აანგზე“, „შითს ქრიკი“, „ბლაის მამულის მოჩვენება“ და „რეჩედი,“(Ratched) სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა ოქტომბერში 2020 წლის ყველაზე პოპულარული სერიალის ტიტული დაიმსახურა. 28-ე დღეს სტატისტიკამ აჩვენა, რომ ის 48 მილიონმა ადამიანმა ნახა, შედეგად კი სერიალი ყველაზე ყურებადი გახდა.
„ნეტფლიქსის“ 2020 წლის ყველაზე პოპულარული სერიალების სრული სია კი ასე გამოიყურება:
- Cocomelon;
- ოფისი (The Office);
- ლაზიერის გამბიტი (The Queen’s Gambit);
- ვეფხვების მეფე (Tiger King);
- ოზარკი (Ozark);
- აუთერ ბანქსი (Outer Banks)
- აკადემია ამბრელა (The Umbrella Academy);
- აუხსნელი უცნაურობები (Unsolved Mysteries);
- კობრა კაი (Cobra Kai);
- სიყვარული ბრმაა (Love is Blind);
- ავატარი: ლეგენდა აანგზე (Avatar: The Last Airbender);
- ყველა ამერიკელი (All American);
- შითს ქრიკი (Schitt’s Creek);
- ბლაის მამულის მოჩვენება (The Haunting of Bly Manor);
- რაჩედი (Ratched);
- ცამეტი მიზეზი რატომ (13 Reasons Why);
- ემილი პარიზში (Emily in Paris);
- პატარა ბოსი: კვლავ სამსახურში (The Boss Baby: Back in Business)
- იატაკი ლავაა (Floor is Lava)
- ჯეფრი ეპშტეინი: უხამსი მდიდარი (Jeffrey Epstein: Filthy Rich)
https://www.youtube.com/watch?v=CDrieqwSdgI