კახეთში, წინანდლის ისტორიულ მამულში, ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით და სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს ფორუმი – Networking Georgia გაიმართა. ღონისძიებამ 800-ზე მეტი პროფესიონალი და 200-მდე კომპანია გააერთიანა. 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
სტუდიო ლიბერთის წარდგენით, ღონისძიების სპიკერმა ალექს ჩიქოვანმა, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტოს LIVE Branding დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, თანამედროვე ბრენდინგის მნიშვნელობაზე და მისი განვითარებისა და პოზიციონირების ახალ ტენდენციებზე ისაუბრა.
„Networking Georgia სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელთა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ერთ სივრცეში თავმოყრის კარგი გამოცდილებაა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა და იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც არა მხოლოდ ბიზნესის ზრდას, არამედ თანამშრომლობის გაღრმავებას და პროფესიული განვითარებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას ემსახურება“, – ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სტუდიო ლიბერთი – ეს არის ლიბერთი ბანკის ახალი, პრემიუმ ბანკინგის მიმართულება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნეს იდეების გაცვლასა და საქმიანი პარტნიორობის გაძლიერებას. სტუდიო ლიბერთიში მარტივად, ბარიერების გარეშე შეგიძლია მიიღო გამორჩეული, პრემიალური მომსახურება როგორც შენი ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების სამართავად.
(R)