New Musical Express (NME)-მა, 2018 წლის საუკეთესო ფილმების რეიტინგი გამოაქვეყნა.
საინტერესოა, რომ ბრიტანული მუსიკალური გამოცემის რედაქციამ, სიის პირველი ადგილი, ,,ოსკარებზე” ნომინირებულ ,,ლედი ბერდს” მიანიჭა, რომლის რეჟისორი და სცენარისტი, გრეტა გერვიგია.
ჩამონათვალს ,,შავი პანტერა” აგრძელებს. ,,მარველის” კომიქსების ერთ-ერთი პერსონაჟის ეკრანიზაცია, მეორე ადგილზე განთავსდა.
საუკეთესო სამეულს ,,სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური” ხურავს. კინოსურათი, ფრენსის მაკდორმანდის, პიტერ დინკლეიჯის, სემ როკველისა და ვუდი ჰარელსონის მონაწილეობით, რედაქციის კრიტიკოსების ერთ-ერთ ფავორიტად დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის საუკეთესო ფილმად ,,თავს უშველე” ცნეს.
NME-ის 2018 წლის საუკეთესო ფილმების ტოპ 10-ეული ასეთია:
- ,,ლედი ბერდი”
- ,,შავი პანტერა”
- ,,სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური”
- ,,რეინკარნაცია”
- ,,ბოდიშს გიხდი შეწუხებისთვის”
- ,,ვარსკვლავის დაბადება”
- ,,წყლის ფორმა”
- ,,სიყვარულით, საიმონი”
- ,,მშვიდი ადგილი”
- ,,ქვრივები”