ნიცის აეროპორტში ევაკუაცია დაიწყო, Express-ის ინფორმაციით, მგზავრებს მოუწოდეს, ბარგის ასაღები ადგილი სასწრაფოდ დაეტოვებინათ, შემდეგ კი ტერიტორიაზე ჯარისკაცები შევიდნენ. ისინი ამ წუთებში აეროპორტს ამოწმებენ, მგზავრები შენობის გარეთ იმყოფებიან.
ბარგის ასაღებ ადგილას საეჭვო შეკვრა აღმოაჩინეს, რომელშიც, სავარაუდოდ, ბომბია.