LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული მედია: კიევში აფეთქებების ხმა ისმის, ქალაქში გამოცხადებულია განგაში

304
1

დღეს ღამით, უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. Unian-ის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა რამდენიმე რაიონში ისმოდა.

“ამის შესახებ განაცხადეს თვითმხილველებმა, რომლებიც ამჟამად კიევში იმყოფებიან. ქალაქში განგაშია გამოცხადებული.

დედაქალაქის ყველა მაცხოვრებელს მოუწოდეს, სასწრაფოდ თავშესაფრებში გადაინაცვლონ”, – წერს მედიასაშუალება.

როგორც უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რუსი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ შეტევით ოპერაციას ავიაციის გამოყენებით აგრძელებენ და მაღალი სიზუსტის იარაღს იყენებენ.

“ოკუპანტებმა თავიანთი ძალისხმევა მიმართეს ქალაქების – კიევისა და ხარკოვის ალყაში მოსაქცევად. გარდა ამისა, მტერი აპირებს მიაღწიოს ადმინისტრაციულ საზღვრებს ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში და ამის შემდეგ შექმნას სახმელეთო დერეფანი ოკუპირებულ ყირიმთან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები