LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდები ყველის ქვეყნად აღიარეს

138
df843602-4d64-4177-904a-354a75b157e5

ნიდერლანდები მსოფლიოში მთავარი „ყველის“ ქვეყანაა. ამის შესახებ ნათქვამია ბაზრის ანალიზით დაკავებული საერთაშორისო სააგენტოს Mintel-ის ახალ ანგარიშში.

სპეციალისტებმა მსოფლიოს 100 ქვეყანა შეისწავლეს და მთავარი კრიტერიუმი წარმოებული თუ იმპორტირებული ყველის რაოდენობა იყო. გარდა ამისა, გაითვალისწინეს Google-ის საძიებო სისტემაში სიტყვა „ყველის“ ხსენების ოდენობაც. შემდეგ თითოეული ქვეყანა 100 ბალიანი სისტემით შეაფასეს.

ნიდერლანდებმა 76,8 ქულა მიიღო. ქვეყანაში თითოეული მოქალაქისთვის იმპორტირებული ყველის ოდენობა წელიწადში 3,1 კილოგრამს შეადგენს. ნიდერლანდებში ასევე აწარმოებენ ყველის 38 სახეობას, რომელთა შორისაცაა გაუდა და ედამი.



ნიდერლანდელები სიტყვა „ყველს“ საძიებო სისტემაში თვეში 49,5 ათასჯერ ეძებენ.
ყველის მოყვარული ქვეყნების ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. ნიდერლანდები
  2. საფრანგეთი
  3. ბელგია
  4. აშშ
  5. ავსტრია
  6. დიდი ბრიტანეთი
  7. შვეიცარია
  8. შვედეთი
  9. დანია
  10. ფინეთი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები