საერთაშორისო მიზნობრივი ბაზრებიდან ტურისტების მოსაზიდად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეს-ტურებს აგრძელებს.
ქართული ღვინის, კულტურისა და საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ, სატელევიზიო ვიდეორგოლებისა და დოკუმენტური სერიების გადასაღებად, ადმინისტრაციის ორგანიზებით, ნიდერლანდებიდან საქართველოში 4 კაციანი გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა. ჯგუფის წევრებს შორის იმყოფებოდა ღვინის მაგისტრი პიტერ რიჩარდსი, რომელიც სხვადასხვა გადაცემების ავტორია. ( Wine masters TV, Wine Blast, www.susieandpeter.com; BBC radio და სხვა)
ვიდეოგადაღებები 9 დღის განმავლობაში ძველ თბილისში, მცხეთაში, ქუთაისში, თელავში, სიღნაღსა და სამცხე-ჯავახეთში ტარდებოდა.
ტურის მონაწილეებმა დოკუმენტური ფილმისთვის ინტერვიუები მეღვინეებთან ჩაწერეს. პრეს-ტურის შემდეგ მომზადებული ვიდეორგოლები და დოკუმენტური ფილმის ეპიზოდები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა მედიასაშუალებებით გადაიცემა.