LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდელები ელექტრომობილებზე გადასასვლელად ყველაზე მეტად არიან მზად

93
niderlandelectromob

ნიდერლანდელები ელექტრომობილებზე გადასასვლელად ყველაზე მეტად არიან მზად. ასეთი დასკვნა მიიღო ანალიტიკურმა კომპანია KPMG–მ განვითარებულ ქვეყნებს შორის ჩატარებული კვლევის შემდეგ.

ნიდერლანდებმა 10 შესაძლო ქულიდან 7,9 დააგროვა. მეორე ადგილი ნორვეგიამ – 7,4 ქულით მიიღო. მესამე გახდა შვედეთი და მისი მაჩვენებელი მხოლოდ 7 ქულაა.

ექსპერტებმა ქვეყნები რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით შეაფასეს : ელექტრომობილების რაოდენობა და მათი წილი მთელ ავტოპარკში, სფეროში დახარუჯული ინვესტიცია, განვითარებული ინფრასტრუქტურა (ყურადღება მიექცა დასამუხტი სადგურების რაოდენობას) და მოსახლეობის მზაობა შედარებით ძვირადღირებულ თუმცა ეკოლოგიურ ავტომობილებზე გააკეთოს არჩევანი.

რეიტინგში სულ 25 ქვეყანა მოხდვა, მათგან 12 ევროპაში მდებარეობს.

KPMG–ის ექსპერტებმა 35 ათასი ადამიანი გამოკითხეს, მათ შორის იყვნენ ავტოფლობელები, დიდი კომპანიების ხელმძღვანელები, მსოფლიო ავტოსამყაროს წარმომადგენლები და სატრანსპორტო სფეროს ექსპერტები.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელები არამხოლოდ ელექტრომობილებზე გადასასვლელად არიან მზად, არამედ უპილოტო ტრანსპორტის მიმართაც დიდ ინტერესს ავლენენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g