ჯეიმს კორდენის კარაოკე-მანქანას მორიგი ვარსკვლავები ესტუმრნენ. ამჯერად მუსიკალური მანქანით ნიკ ჯონასმა და დემი ლოვატომ იმგზავრეს. მუსიკოსები დიდი ხანია უკვე საერთო პროექტზე მუშაობენ, ამიტომ შოუში მათი ერთად გამოჩენა არავის გაკვირვებია.
მგზავრობის დროს მათ მოახერხეს არამარტო თავისი ცნობილი ჰიტების „Chains“ და „Heart Attack“ , ასევე ჯგუფ DNCE-ის სიმღერის „Cake By The Ocean“ შესრულებაც, სადაც ჯონასის ძმა მღერის.
პარალელურად ვარსკვლავებმა სახალისო ისტორიები გაიხსენეს. მაგალითად, ნიკმა მოყვა, როგორ იმალებოდა მისი თაყვანისმცემელი მისსავე საბარგულში, ასევე როგორ მიიმწყვდიეს კედელთან გეი-კლუბში გამოსვლის დროს.