LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა არის ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე ძალიან მიყვარს, შეიძლება რომ დაიბადა, ცოტათი მქონდა ეჭვიანობის მომენტი, მაგრამ ახლა ის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანია – გიორგი და ელენე მახარაძეების მამა-შვილობა

358
ფორტუნა - 2023-03-26T122453.976

გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ მსახიობი გიორგი მახარაძე და ელენე მახარაძე იმყოფებოდნენ სტუმრად.

მამა-შვილობაზე საუბრისას გიორგი მახარაძემ აღნიშნა, რომ შეიძლება, დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ მას და ელენეს ჯერ არ უჩხუბიათ.

„შენიშვნებიც არ გვაქვს, უფრო განვიხილავთ, თუ რამე პრობლემა გვაქვს“ . – ამბობს გიორგი

ელენემ რამდენიმე წლის წინ მამის ცხოვრებაში არსებულ რთულ პერიოდზე საუბრისას აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ მამას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

„მე ყველაფერი მაშინ გავიგე, როცა დამთავრებული იყო“, – აღნიშნა ელენემ.

პატარა დაზე  დასმულ კითხვას, კი ეჭვიანობის მომენტი ჰქონდა თუ არა ნიკას დაბადების შემდეგ, ელენე პასუხობს:

„ნიკა არის ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე ძალიან მიყვარს. შეიძლება რომ დაიბადა, ცოტათი მქონდა ეჭვიანობის მომენტი, მაგრამ ახლა ის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანია.“

ამ კომენტარს გიორგი მახარაძეც გამოეხმაურა და შვილს მიმართა, „შეიძლება სულ ცოტა ახლაც გქონდეს ეჭვიანობის მომენტი, მაგრამ ეს პრობლემა არაა“, – აღნიშნა გიორგი მახარაძემ.

ელენემ ასევე აღნიშნა, რომ მაინცდამაინც არ მოსწონს, როდესაც მასზე „ხაზგასმით ამბობენ, რომ ცნობილი მშობლების შვილია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები