LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „ამ პროცესის მიზანია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანა რუსულ პროპაგანდისტულ თემებზე – ე.წ. კომისიის სხდომებზე არც ერთი სტატუსით არ გამოვცხადდებით“

147
ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომებზე მონაწილეობას არ მიიღებენ.

ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ „კომისია არალეგიტიმური და უკანონოა ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი“.

თეა წულუკიანი: „მამუკა ხაზარაძის უარზე ვიმსჯელებთ, ვინაიდან კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია, სავარაუდოდ, მოგვიწევს საქმის პროკურატურაში გადაგზავნა“

„კოალიცია ცვლილებისთვის“, ჩვენი წარმომადგენლები, არ ვიღებთ მონაწილეობას ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, არ გამოვცხადდებით ე.წ. კომისიის სხდომებზე არცერთი სტატუსით და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს კომისია არალეგიტიმური და უკანონოა ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი.

პროკურატურამ, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

თეა წულუკიანი: „ჩვენ ხუმრობას არ ვაპირებთ! – ყველა პირი, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა, კომისიის წინაშე მობრძანდება და შემდეგ არ იტყვის, რომ არ იცოდა, გამოუცხადებლობის შემთხვევაში მკაცრი სასჯელი თუ არსებობდა!“

„ყველა პირს, ვისაც ჩვენ დავუკავშირდებით, მინდა ეს ჰქონდეს გათვალისწინებული, რომ რაიმე პრობლემა არ შეუქმნას საკუთარ თავს“. – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ამ პროცესის მიზანია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანა რუსულ პროპაგანდისტულ თემებზე, რაც არა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, არამედ მხოლოდ რუსი ოლიგარქის ინტერესია. არ ვაპირებთ, ოლიგარქს ამის შესაძლებლობა მივცეთ.

მხარდაჭერას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებმაც უარი განაცხადეს ივანიშვილის ფარსში მონაწილეობაზე“. – წერს ნიკა გვარამია.

მამუკა ხაზარაძე: „საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ

შპს „მაგნატის“ მესაკუთრე: „ბატონი ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს და ციხეში „პერედაჩებს“ უგზავნის, ჩემთვის ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია, ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, არადა, ჩემი მოწილე იყო“

კოალიცია ცვლილებისთვის, ჩვენი წარმომადგენლები, არ ვიღებთ მონაწილეობას ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო…

Posted by Nika Gvaramia on Tuesday 25 March 2025
magti 5g