„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, დაკავების შემდეგ ზურაბ ჯაფარიძის ადგილსამყოფელს ამ დრომდე ადგენენ და იმოქმედებენ ისე, როგორც ჩვეულებრივ, პარტია თავისი ლიდერის დაკავების შემთხვევაში მოიქცეოდა.
როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, დაკავებისთვისაც და „ნებისმიერი სხვა ფორმის უკანონობისთვის“ ყველა მზად არის:
„ყველამ გაიგეთ, ალბათ, რომ უამრავ სხვადასხვა ასაკის პატრიოტთან ერთად, ჩვენი ლიდერი ზურა ჯაფარიძეც დააკავეს. აქამდე ვადგენთ მის ადგილსამყოფელს.
კოალიცია ამაზე განცხადებას გავაკეთებთ და იმგვარად ვიმოქმედებთ, როგორც ჩვეულებრივ მოიქცეოდა პარტია მისი ლიდერის დაკავების შემთხვევაში.
შსს: „აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით 3 პირია დაკავებული, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია, ჯამში, 224 პირი“
„მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“ – აცხადებენ შსს-ში.
მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ყველა პოლიტიკოსმა ვიცით, რა ბრძოლაშიც ვართ ყველანი ჩართული და ვის ვებრძვით. ამიტომაც, ყველანი მზად ვართ, მათ შორის, დაკავებისთვის და ნებისმიერი სხვა ფორმის უკანონობისთვის. ცხადია, ასეა ზურაც.
კოალიციაში ვინარჩუნებთ სიმტკიცეს და ვცდილობთ დავეხმაროთ ყველა დაკავებულ პატრიოტს. ანუ ვიქცევით ისე, როგორც თავად ზურა იქცევა ამგვარ ვითარებებში.
ყველაფერი კარგად იქნება! საქართველო გაიმარჯვებს!“- წერს გვარამია.
ყველამ გაიგეთ, ალბათ, რომ უამრავ სხვადასხვა ასაკის პატრიოტთან ერთად, ჩვენი ლიდერი ზურა ჯაფარიძეც დააკავეს. აქამდე…
Posted by Nika Gvaramia on Sunday 1 December 2024
ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ჭავჭავაძის გამზირზე, დღეს დილით დააკავეს.