„დღეს ჩვენი პარტიისთვის, კოალიციისთვის უმძიმესი დღეა, დავკარგეთ ჩვენი თანაგუნდელი, ელენე, რომელიც პირველივე დღეებიდან ჩვენთან ერთად იყო“, – ასე გამოეხმაურა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგზე, კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კოალიციის შტაბის წევრის, ელენე მეგრელიშვილის გარდაცვალებას.
ამასთან, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საჯარო სტატუსს აქვეყნებს და ელენე მეგრელიშვილს ემოციურად ემშვიდობება:
„გემშვიდობებით ჩვენო ნათელო და კეთილო ელენე. იბრძოლე, ქართლელ“, – წერს ნიკა გვარამია.
გემშვიდობებით ჩვენო ნათელო და კეთილო ელენე 💔 იბრძოლე, ქართლელ! ❤️🙏🏻
Posted by Nika Gvaramia on სამშაბათი, 15 ოქტომბერი, 2024
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ადგილზე გარდაიცვალა ელენე მეგრელიშვილი. არსებული ცნობითვე, მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი, ისინი კლინიკებში გადაიყვანეს, დაშავებულებიდან ერთ-ერთი გერმანიის მოქალაქეა.