LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: “კვირიკაშვილის სიტყვას ტყემლის ჩირის ფასი აქვს”

85

კვირიკაშვილი არაფერს წარმოადგენს ამ ქვეყანაში და მის სიტყვას ტყემლის ჩირის ფასი აქვს, – ამის შესახებ ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა  დირექტორმა ნიკა გვარამიამ პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე საპასუხოდ განაცხადა.

”გიორგი კვირიკაშვილმა თავის გონორს მიხედოს. არაფერი აქვს სალაპარაკო. სამარცხვინოა, როდესაც იუსტიციის მინისტრი ასეთ პროცესებს მართავს და პრემიერი მასაც კი ვერ უწევს კონტროლს. არარაობაა კვირიკაშვილი პოლიტიკური თვალსაზრისით და ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიც კი არ არის. თუ გაინტერესებთ, წულუკიანია დღეს პრემიერ მინისტრი და არა კვირიკაშვილი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეურაცხყოფა, რომელსაც ინსტიტუციებს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი აყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g