LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

61

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მოსამართლის გადაწყვეტილება განაპირობა გვარამიას რეპლიკამ, კერძოდ, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლე ურთმელიძეს უთხრა, რომ მან „არაფერი იცოდა და ყველას კარგად მოეხსენებოდა, როგორ ჩააბარა ურთმელიძემ გამოცდა ბათუმში“.

“არაფერი თქვენ არ იცით” – მიმართა გვარამიამ მოსამართლეს.

გვარამიას გაღიზიანება გამოიწვია მოსამართლის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2“-ის ადვოკატებს უარი ეთქვათ სასამართლო სხდომია გადადებასთან დაკავშირებულ შუამდგომლობაზე.
ნიკა გვარამიას სოლიდარობის ნიშნად, სასამართლო დარბაზი ტელეკომპანიის იმ თანამშრომლებმაც დატოვეს, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g