LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „ნებისმიერ შემთხვევაში, მხარს დავუჭერთ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, იქნება ეს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ“

162
ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გაერთიანება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მხარს დაუჭერს.

როგორც ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, „ეს პოლიტიკურ სპექტრსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმების საგანია“.

„ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ მხარს ვუჭერთ „ქართულ ქარტიას“, რომლის სულისკვეთებასაც საქართველოს პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის, გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნასთან დაკავშირებით გამოხატავს.

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მხარს დავუჭერთ მის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, იქნება ეს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. როგორც ვხედავთ, ეს არის შეთანხმების საგანი პოლიტიკურ სპექტრსა და პრეზიდენტს შორის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას თქმითვე, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს კოალიციური მთავრობა ეყოლება:

„ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში სისტემური ცვლილებები უნდა მოხდეს და ცხოვრება ხელახლა დავიწყოთ. პოლიტიკა ხელახლა განვითარდეს, მოხდეს დიდი გადატვირთვა იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანა- ევროკავშირში წევრობა ამის გარეშე შეუძლებელია“, – თქვა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g